ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიკოლას კეიჯი მეოთხედ ქორწინდება. 55 წლის მსახიობმა, ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადება, რამდენიმე დღის წინ, ნევადას შტატში გააკეთა.
მსახიობის რჩეული ერიკა კოიკე გახდა, რომელიც ჰოლივუდში ვიზაჟისტად მუშაობდა. 23 წლის აზიური გარეგნობის გოგონას, კეიჯის ყოფილ ცოლს ელის კიმს ამსგავსებენ, როელთანაც 12-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. კეიჯი და კოიკე ერთმანეთს, გასული წლის გაზაფხულზე შეხვდნენ. პირველად წყვილი ერთად პუერტო-რიკოში ფილმის გადაღების დროს დააფიქსირეს, რომელშიც კეიჯი მონაწილეობდა. მას შემდეგ კი, საზოგადოების წინაშე ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ კეიჯი ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იმყოფებოდა. ვარსკვლავის პირველი ქორწინება მახიობ პარტისია არკეტისთან 6 წელი გრძელდებოდა. მეორედ ნიკოლასმა ლეგენდარული მომღერლის, ელვის პრესლის ქალიშვილთან, ლიზა მარია პრესლისთან იქორწინა, რომელიც მაიკლ ჯექსონის ყოფილი ცოლი იყო. ნიკოლასი და ლიზა ქორწინებიდან სამთვიანი ურთიერთობის შემდეგ, ერთმანეთს გაეყარნენ. ცნობილია ასევე, რომ კეიჯს, სამოქალაქო ქორწინებიდან, ქრისტინა ფალტონისგან ვაჟი შეეძინა, მესამე ოფიციალური ქორწინებიდან კი - 14 წლის ვაჟი კალ-ელი ჰყავს.
იხ. ფოტოკოლაჟი: