ვარსკვლავური წყვილები, რომლებსაც დღემდე რომანტიკული ურთიერთობები აქვთ

18:25 03-26-2019
856

თუ ფიქრობთ, რომ ჩვენს დროში სიყვარული გაქრა, წინასწარ საბოლოო დასკვნებს ნუ გააკეთებთ. ამ მოსაზრებას გაგიქრწყლებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ წლების შემდეგაც კი რომანტიკულად ცხოვრობენ - მთავარია, სწორედ აირჩიო ცხოვრების მეგზური. მიუხედეავად იმისა, რომ გასულ წელს, უამრავი ვარსკვლავი ერთმანეთს გაეყარა, ჰოლივუდში შეყვარებული წყვილების აღმოჩენა, რთული მაინც არ აღმოჩნდა. 

იტალიური კინოს ლეგენდა ადრიანო ჩელენტანო და მსახიობი კლაუდია მორი - 53 წელია, ოფიციალურ ქორწინებაში არიან. მათი სასიყვარულო ისტორია, უკვე ნახევარ საუკუნეს ითვლის და მათი გრძნობები ყოველ წელს კიდევ უფრო ძლიერდება. მათი მეგობრები, წყვილის ურთიერთობით აღფრთოვანებას ვერ მალავენ: - ძალიან დიდი ხანია ერთად არიან, მაგრამ წყვილი ერთმანეთზე ჭკუას კარგავს - ამბობს მსახიობის ერთ-ერთი მეგობარი. 

კიტ რიჩარდსი და პატი ჰანსენი - 37 წელია, რაც პირად ურთიერთობაში, სრული ჰარმონია აქვთ. მათ, უამრავი ცხოვრებისეული სირთულეები, ერთად გადაიტანეს. 

კიტიმ მე გადამარჩინა, მისი სიყვარული და მშიდი ხასიათი, ყოველთვის პოზიტიურ განწყობას მიქმნიდა - იმედს მაძლევდა და დეპრესიას გადამარჩინა - ამბობს ჰანსენი. 

ოზი ობსორნი და შერონ ოსბორნი - 37 წელია ერთად არიან. მას შემდეგ რაც ოზი ჯგუფიდან გამოუშვეს, შერონმა მისი კარიერის მართვის სადავეები ხელში აიღო,რაც წყვილის რომანტიკული ურთიერთობის დასაწყისის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. სამი წლის შემდეგ, ისინი დაქორწინდნენ - ამ ეტაპზე, სამი შვილის მშობლები არიან. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს - ამბობს ოზი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

სინდი კლოუფორდი და რენდი ჰერბერი - 21 წელია ოფიციალურ ქორწინებაში არიან. წყვილმა ერთმანეთი, 1995 წელს გაიცნო. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ, სინდიმ თავად შესთავაზა წინადადება ჰერბერს ქორწინების შესახებ. 18 წლიანი სიყვარულის ისტორია, დღემდე გრძელდება. შეყვარებულ წყვილს ორი შვილი - ქალიშვილი კაია და ვაჟიშვილი პრესლი ჰყავს. 

ეს ჩემი პირველი რომანტიკული ურთიერთობაა, რომელიც მეგობრული სიყვარულით დაიწყო. ყველას ვურჩევ - ამაზე უკეთეს ვარიანტს ქორწინებისთვის, ვერასოდეს იპოვი - ამბობს სინდი. 

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო:

  

ავტორი: რუსა ღვანიძე