„სპეციალურად ვიჭრით თავს თუ მართლა ასეთი უჯიგროები ვართ?!

11:08 03-27-2019
492

პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, რომელზეც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რენტგენის ყუთებია ასახული. ფოტოს მინაწერიც აქვს. „პრაიმტაიმი“ ირაკლი პეტრიაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

ირაკლი პეტრიაშვილი - თბილისის აეროპორტის რენტგენში გასატარებელი ყუთები უსაშინლეს მდგომარეობაშია, უამრავ ტურისტს და ადგილობრივს უცვივა ნივთები და უბრალოდ სირცხვილია, რა ღირს ერთი ასეთი პლასტმასის ყუთი? საპენსიო ფონდის 60000$-იანი ვაკანსიიდან ცოტა რომ ჩამოგვეჭრა, ჰაა? სპეციალურად ვიჭრით თავს თუ მართლა ასეთი უჯიგროები ვართ?! - წერს ირაკლი პეტრიაშვილი