როგორ შეცვალა „პრაიმტაიმმა“ მარტოხელა მხატვრის ცხოვრება

13:13 03-27-2019
231

ერთი კვირის წინ „პრაიმტაიმმა“ მარტოხელა მხატვარზე, არჩილ ჯაფარიძეზე სიუჟეტი მოამზადა. ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მის დასახმარებლად ამერიკაში ემიგრანტები გაერთიანდნენ და მას პროდუქტები, მედიკამენტები და საღებავები მიუტანეს.

შეგახსენებთ, რომ 57 წლის მხატვარი არჩილ ჯაფარიძე უკვე ათი წელია ავლაბარის ქუჩაზე, ნაქირავებ ექვსი კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში ცხოვრობს. იშვიათად ხატავს, რადგან ვეღარ ყიდის. ახლა, მაცივარზე მისაკრავ მაგნიტიან სუვენირებს აკეთებს. ადრე ფილარმონიისთვის და სპორტის სასახლისთვის აფიშებს ხატავდა. დაკარგა სახლი, სამსახური და ოჯახი.

მისი მდგომარეობა ავადმყოფობის გამო გაუარესდა. ექიმებმა ტროპიკული წყლულის დიაგნოზი დაუსვეს. ყოველთვიურად სოციალურად დაუცველთა დახმარებას იღებს. სარგებლობს უფასო სასადილოს სერვისით, თუმცა იმის გამო, რომ გადაადგილება არ შეუძლია, ამ სერვისს ვერ იყენებს.  



ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი