მალხაზ კობაურის დედა და დეიდა საავადმყოფოში გადაიყვანეს - რა მოხდა გორის სასამართლოსთან

13:35 03-27-2019
8679

გორის სასამართლოში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის სასჯელის ზომის გმოცხადების შემდეგ მალხაზ კობაურის დედა და დეიდა შეუძლოდ გახდნენ.

კობაურის დეიდა გონებადაკარგული საკაცით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო დედა ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებდა, თუმცა მისი გადაყვანაც გახდა საჭირო.

​სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის ზომა რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ხადის ხეობაში მწყემსი იყო.

 



ავტორი: მირანდა ტყემალაძე