სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეთა თოფურიამ ტუჩები გაიდიდა.
თაყვანისმცემლების გარკვეული ნაწილი, აღფრთოვანებულია ქეთას ტუჩის მოყვანილობით, ნაწილი კი მომღერალს აკრიტიკებს - თვლის, რომ ტუჩის კორექციის დროს, ფილერი(ჰიალურონის მჟავა) გადაჭარბებული დოზით გამოიყენა.
რა დაემართა ტუჩებზე ამ სისქის ტუჩები არ ჰქონდა, სავარაუდოდ ფილერი დიდი დოზით გამოიყენა - წერენ კომენტარებს სოციალურ ქსელში.
ფაქტია, რომ რამდენიმე თვის წინ, ქეთას ტუჩის მოყვანილობა აშკარად სხვა იყო - მისი სისქე უფრო ნაკლები იყო.
შეგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები, ქეთი თოფურიას გარეგნობას ხშირად აკრიტიკებენ. რამდენიმე ხნის წინ, ქეთა ახალი დიზაინის საცურაო კოსტიუმში პოზირებდა, ასევე მონაწილეობდა ფოტოსესიაში - ქურქით და ნაჯახით ხელში, რაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა.
იხ. ფოტოები: