მოგვატყუეს, რომ ჯარში მიჰყავდათ - რას ამბობენ ფარული კადრების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ოჯახში?

17:42 03-27-2019
170
თეგები: აჭარა

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის დაკავებული მირიან მჟავანაძის დეიდა, ლილი ტაკიძე ამბობს, ღამის 03:00 საათზე სამართალდამცველები სახლში მივიდნენ და გამოუცხადეს, რომ მისი დისშვილი ჯარში მიჰყავდათ.

ლილი ტაკიძის ინფორმაციით, მისი დისშვილი მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან და მას შემდეგ დააკავეს. ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან დაკავებულის მამა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

„მოტყუებით დააკავეს და გადაიყვანეს, ჩვენ კი არაფერი განგვიმარტეს, რისთვის აკავებდნენ ბიჭს, რომელიც აბიტურიენტია. ბრალდება მედიასაშუალებებით გავიგეთ. საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, როგორც სოფელ კაპრეშუმში, ასევე შუახევში, სოფელ ზემოხევში, სადაც დაკავებული ბიჭის მშობლები ცხოვრობენ. ბიჭი აბიტურიენტია და დროებით ჩემთან ცხოვრობდა და გაურკვეველია რატომ ედავებიან აღნიშნულს“, - განაცხადა ლილი ტაკიძემ.