თბილისის ახალ ზოოპარკში ოთხი ჯიხვი ჩამოიყვანეს

08:06 03-28-2019
100

თბილისის ახალ ზოოპარკში ოთხი ჯიხვი ჩამოიყვანეს,- ინფორმაციას ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაცია  ავრცელებს.

მათ თქმით, იწყება ჯიხვების კონსერვაციის პროექტი, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს. ეს პროექტი არც ადვილია და არც იაფი, დახმარების მსურველებს კი შეუძლიათ პროექტის განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

,,ახალი ზოოპარკი (რომელიც ჯერ არ გახსნილა), სადაც ცოტა ხნის წინ დასავლეთ კავკასიური ჯიხვების ვოლიერი დავასრულეთ და ჯიხვებიც ჩამოვიყვანეთ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს - საქართველოსთვის საამაყო, ენდემური სახეობის ორი ინდივიდი საფრანგეთიდან ჩამოვაბრძანეთ, ორიც - ჩეხეთიდან. იმიტომ, რომ ისტორიულად, კავკასიონზე გავრცელებული სახეობა, საქართველოში თითქმის აღარ დარჩა.

ჰოდა, რომ დარჩეს, აღდგეს და გამრავლდეს, მაგაზე ვზრუნავთ ზუსტად და აი ამ, ფრანგ-ჩეხი ჯიხვებით, რომლებიც არც ფრანგები არიან და არც ჩეხები და ოთხივე ბედკრული საქართველოს შვილია, ვიწყებთ ჯიხვების კონსერვაციის პროექტს, რაც მათ გამრავლებას და ბუნებაში დაბრუნებას გულისხმობს.

ადვილი არაა. ძალიან რთულია. იაფი არაა. ძალიან ძვირია.

და თუ სურვილი გექნებათ, თქვენც შეიტანოთ წვლილი ამ მნიშვნელოვან საქმეში, ამ ბმულზე გადაბრძანდით და შეიტანეთ. წვლილი. თუნდაც მცირედი,'' - წერს თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია.