ცნობილი ქართველი კომპოზიტორის და პროდიუსერის კონსტანტინე მელაძის მეუღლე ვერა ბრეჟნევა ინსტაგრამზე თაყვანისმცემლების კითხვას გამოეხმაურა.
37 წლის მომღერალი ვერა ბრეჟნევა პირადი ცხოვრების ერთ-ერთ საიდუმლოს ამხელს. ცნობილია, რომ ვარსკვლავი პირადზე, პრაქტიკულად, არ საუბრობს, მეუღლესთან, კონსტანტინე მელაძესთან ერთად, იშვიათად ჩნდება პუბლიკის წინაშე, სოციალურ ქსელში, იშვიათად ავრცელებს ახალ ინფორმაციებს და ფოტოებს.
თაყვანისმცემლებმა, წყვლილის ქორწილის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც პაპარაცებმა, სოციალურ ქსელში ცერემონიის ფოტოები გაავრცელეს.
რამდენიმე დღის წინ, ვერამ ინსტაგრამზე თაყვანისმცემლების კომენტარებს უპასუხა. სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელის კითხვას ბრეჟნევამ კომენტარით უპასუხა:
„გაქვთ სურვილი კიდევ ერთხელ მიიღოთ ის სიამოვნება, რასაც შვილის დაბადება ჰქვია? - წერს ერთ-ერთი თაყვანისმცემელი.
კითხვაზე ბრეჟნევამ გულახდილად უპასუხა: - და არაერთი, ეს ნამდვილი ბედნიერება და სასწაულია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მამაკაცები ამ სიამოვნებას ვერ განიცდიან... ბუნებამ, ეს ბედნიერება მხოლოდ ჩვენ, ქალბატონებს მოგვანიჭა - წერს ვერა.
პროდიუსერი, გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. თაყვანისმცემლების ვარაუდით, შესაძლოა წყვილი მეექვსე შვილს ელოდება.
შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავურ წყვილს, ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ საერთო შვილი არ ჰყავთ. მათი ოჯახური თანაცხოვრების შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. წყვილმა, 2015 წლის ოქტომბერში საიდუმლოდ იქორწინა. ცერემონია, იტალიური ტოსკანას ახლოს ერთ აგარაკზე ფორტე-დეი-მარმიში გაიმართა. 55 წლის კომპოზიტორი, ამ ეტაპზე ხუთ შვილს - 3 საკუთარს და 2 ვერას შვილს ზრდის.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: