Victoria's Secret-ის სუპერმოდელ ბელა ჰადიდის, ცნობილი და-ძმის გარდა, მამის მხრიდან, კიდევ ორი და ჰყავს.
Michael Stewart/FilmMagic
თუ ფიქრობთ, რომ ჰადიდების ვარსკვლავურ ოჯახში, მხოლოდ სამი დედმამიშვილია - ბელა(22), ჯიჯი(23) და ანვარი(19), ცდებით!
თუ ფიქრობთ, რომ ჰადიდების ვარსკვლავურ ოჯახში, მხოლოდ სამი დედმამიშვილია - ბელა(22), ჯიჯი(23) და ანვარი(19), ცდებით!
სოციალურ ქსელის საშუალებით გაარკვიეს, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელების ოჯახში, კიდევ ორი და ალანი, მარიელი და ასევე დეიდაშვილი ჯოან ჰერიკი არიან.
ალან ჰადიდი - მოჰამედ ჰადიდის ქალიშვილი, რომელიც პირველი ქორწინებიდან ჰყავს, 33 წლის არის. ის, თრეველ-ბლოგერი და ამავე დროს ტანსაცმლის La Detresse-ის და მზის სათვალის Hadid Eyewear ბრენდების დამფუძნებელია.
ჰადიდის დეიდაშვილი - ჯოან ბან დენ ჰერიკი, რომელიც ბელას დედის, 55 წლის იოლანდა ჰადიდის დისშვილია, 20 წლის არის. ამბობენ, რომ ჯოანი, რომელიც პლუს-საიზის მოდელია და ბელა, საოცრად გვანან ერთმანეთს.
შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანისა და ყოფილი მოდელის, იოლანდ ჰადიდისა და პალესტინური წარმომავლობის, ამერიკელი მულტიმილიონერის მუჰამედ ჰადიდის ქალიშვილი ბელა ჰადიდი, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჯელესში 1996 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა.
მას უფროსი და, მოდელი - ჯიჯი ჰადიდი და უმცროსი ძმა - ანვარ ჰადიდი ჰყავს. გოგონას აგრეთვე, მამის მხრიდან - ორი უფროსი და ჰყავს - მარიელი და ალანი, ხოლო, მამინაცვლის - დევიდ ფოსტერის მხრიდან კი, ხუთი და.
იხ. ფოტოკოლაჟი: