უკვე ცნობილია ვის დაუჭერს მხარს მმართველი პარტია ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნების დროს. მისი არჩევანი ექიმი დავით მდინარაძეა.
მისი კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.
„გვჯერა, რომ ამომრჩევლის მხარდაჭერით, „ქართული ოცნების მიერ წარდგენილი დავით მდინარაძე დამაჯერებლად გაიმარჯვებს და კეთილსინდისიერად და პროფესიონალიზმით მოემსახურება ჩვენს საზოგადოებას და მუნიციპალიტეტს, - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი.
ცნობისთვის, დავით მდინარაძე ოზურგეთში პედიატრიული კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ მდინარაძის შტაბის უფროსი გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე იქნება.
შეგახსენებთ, რომ მაისში, ქალაქ ოზურგეთის ადგილობრივი მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები გაიმართება.
შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკრებულოს წევრი ლევან თოიძე გარდაიცვალა.
ლაშა სარჯველაძე