„ისწავლე პარიკერება“ - საქარე მინაზე გაკეთებული ამ წარწერით და სარკეებზე ჩამოკიდებული ნაგვით გამოხატეს მოქალაქეებმა პროტესტი იმ მძღოლის მიმართ, რომელსაც ავტომობილი ტროტუარზე ჰყავდა „დაპარკინგებული“.
ნაგვით სავსე პოლიეთილენის პარკებით „შემკობილი“ ავტომობილის ფოტო სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ გავრცელდა.