ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან ტყული და ,,ფეიქნიუსი“ ვრცელდება, ვითომ საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში.
,, ის მოარული მეთოდი, რომელსაც უკვე მერამდენე წელიწადია იყენებენ ხელისუფლების სხვადასხვა ჯურის ოპონენტები, რომ თითქოს საქართველო გამქრალია საერთაშორისო რადარებიდან, უკვე ერთგვარად გაცვდა და გახუნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ფაქტები მეტყველებს ამის საპირისპიროდ. ნატოს გენერალური მდივანი უკვე მერამდენედ ჩამოდის თბილისში და საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები იმართება, არაერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგა როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასე რომ საუბარი იმაზე, რომ საქართველო დღის წესრიგიდან არის გამქრალი, არის უსაფუძვლო.“- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ
მისი თქმით, ამა თუ იმ ქვეყნის დღის წესრიგში ყოფნა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის გამოწვეულია იმ საკითხების პრიორიტეტულობით, რა პრიორიტეტებიც არის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.
,,ის საკითხი, რომ საქართველო არის ოკუპირებული და საქართველო არის პარტნიორი დასავლეთის, ეს საკითხი არის დრის წესრიგში. ჩემი აზრით, საქართვლო უმჯობესია იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში როგორც საიმედო პარტნიორი და არა, როგორც კომფლიქტების კერა.“- აღნიშნა ექსპერტმა.