ქეთა თოფურიას და გუფის დაშორების ნამდვილი მიზეზი - მომღერალმა პირადი ცხოვრების საიდუმლო დეტალები გაამხილა

19:33 03-28-2019
3062

რამდენიმე საათის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა მარია მელნიკოვის შოუს «Маша спросит» ახალი გამოშვება, სადაც სტუმრად, ა სტუდიოს სოლისტი ქეთა თოფურია იმყოფებოდა.

 

width=640

მომღერალმა ტელევიზიის მაყურებლებს, ახლობლებს და ანონიმური ინფორმაციის გამავრცელებლებს პირდაპირი ეთერის საშუალებით უპასუხა. შოუში ვარსკვლავმა გუფის შესახებ კომენტარი, პირველად გააკეთა.  

კითხვაზე თუ რატომ აქვს გუფის დღემდე კედელზე დაკიდებული ქეთას ფოტო, თოფურიამ უპასუხა, რომ მისთვის ეს ფაქტი, ძალიან სასიამოვნოა. წყვილის დაშორების შესახებ ქეთამ განაცხადა: რასაც ამბობდნენ და აჩვენებდნენ, ჩვენი დაშორების მიზეზი არ ყოფილა. არ მინდა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს ჩემი პირადია. ორივეს განსხვავებული სტილის ცხოვრება გვაქვს, რაც დაშორების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

 

 
width=640

ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ  პირადი ურთიერთობები გაგვემყარებინა, მაგრამ ჩვენი კავშირი არ შედგა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარდა - ამბობს მომღერალი. 

ქეთა, ასევე მის ყოფილ ქმარზე ლევ გეიჰმანზე საუბრობს. როგორც მომღერალი ამბობს, ლევისთან დღემდე კარგი ურთიერთობა აქვს.

ჩვენ დღემდე ვმეგორობთ, მაგრამ ერთად ცხოვრება ვარ შევძელით. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება, ერთად მივიღეთ. დიდხანს ვცდილობდით ურთიერთობების დალაგებას, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ვხვდებოდით, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა. როცა ჩემს პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მსურს, ეს ჩემი ერთ-ერთი მინუსია. როცა ერთმანეთს დავშორდით, მე ამ სახითხზე არავისთან არ ვსაუბრობდი და კომენტარსაც არ ვაკეთებდი. ამიტომ ყველაფერი ლიოშას დააბრალეს და გადაწყვიტეს რომ ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო. ეს, სიმართლე არ არის, ჩვენ განქორწინებამდე, დიდი ხნის განმავლობაში, ერთად არ ვცხოვრობდით. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს კარგი მამა ჰყავს - ამბობს თოფურია. 

 

width=640

შეგახსენებთ, რომ ქეთას და გუფის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია, 2017 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ქეთამ, პირადი ურთიერთობები მეგობარს საიდუმლოდ გაანდო. ყოფილი შეყვარებული წყვილი, ამტკიცებდა, რომ ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრული კავშირი ჰქონდათ, მაგრამ მალე საზოგადოების წინაშე ერთად გამოჩდნენ და საიდუმლოს ფარდა ახადეს. გასული წლის ნოემბერში, წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მიზეზი, რეპერის იანა შევცოვასთან ღალატი გახდა.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:    

 

ავტორი: რუსა ღვანიძე