გია ვოლსკის მეზობლის სახლის გაქურდვაზე გამოძიება დაიწყო

21:46 03-28-2019
59
თეგები: გია ვოლსკი

პრაიმტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება დეპუტატ გია ვოლსკის მეზობლის სახლის გაქურდვას. 

ჩვენი ინფორმაციით, ადგილზე უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მას შემდე,გ რაც მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია გია ვოლსკის სახლის გაქურდვაზე, პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ არა დეპუტატის, არამედ მისი მეზობლის სახლი გაქურდეს, რომელიც იმავე ეზოში მდებარეობს. ინფორმაცია დაზარალებულის ახლობელმა პრაიმტაიმს დაუდასტურა.

 

თორნიკე ხურციძე