ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობას შეხვდა

11:32 03-29-2019
39

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ.

ამჯერად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლების: ღორთუბანი, ციხისუბანი, აფიეთი, ნამინაურისა და მოხეს მოსახლეობას შეხვდნენ.

მერი მოსახლეობის საჭიროებებს პირადად გაეცნო და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ასევე მან მოსახლეობას ბოლო დროს განხორციელებული აქტივობების და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.