ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება

11:39 03-29-2019
48

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, სადაც წლების განმავლობაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება არ არსებობდა, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება.

მოხეში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გაიხსნება. საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია სამი საბავშვო ჯგუფისათვის და მოხის მიმდებარე 12 სოფლის აღსაზრდელებს მოემსახურება.

იაპონიის საელჩოს მონიტორინგის ჯგუფმა შუალედური მონიტორინგი განახორციელა ადგილობრივ ხელისუფლებასა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,world vision საქართველოს“ წარმომადგენლებთან ერად. მათ პროექტი ადგილზე მოინახულეს და მოსახლეობას გაესაუბრნენ, ადგილობრივები სოფელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ.