ნიკოლას კეიჯის 4-დღიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა

12:49 03-29-2019
1381

ნიკოლას კეიჯიმ, ოფიციალური ქორწინების რეგისტრაცია ჩაშალა. ჰოლივუდის ვარსკვლავის ნიკოლას კეიჯის პირადი ცხოვრების დეტალები რამდენიმე დღეა საზოგადოების ყურადრების ცენტრშია.

55 წლის მსახიობმა 23 მარტს, ნევადას შტატში, ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადება შეიტანა. 4 დღის შემდეგ, 27 მარტს  ქორწინების სახლში გამართულ ოფიციალურ ცერემონიას, კეიჯის მხრიდან აურზაური და სკანდალური სცენები მოჰყვა. რეგისტაცია მხიარულ და საკმაოდ ამაღელვებლ გარემოებაში მიმდინარეობდა, რომ არა ერთი ნიუანსი -  ნიკოლასი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

პორტალ Daily Mail-ის ინფორმაციით, მსახიობი სარეგისტრაციო დარბაზში  ლიცენზიის მისაღებად, ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. რამდენიმე ხანში კი, ხმამაღლა ყვირილი დაიწყო:

-მას, ჩემი ფულის მიტაცება უნდა- ღრიალებდა კეიჯი.

მისი რჩეული საკმაოდ დაბნეული ჩანდა, კეიჯს ჩუმად ესაუბრებოდა და  თვითმხილველების ყურადღების ცენტრში რომ არ მოხვედრილიყო, ხელისმოწერის  ნაცვლად სასწრაფოდ სარეგისტრაციო დარბზიდან გაიყვანა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქორწინების ბიუროს თანამშრომლებმა მოახერხეს, რომ მსახიობი ცალკე დარბაზში შეეყვანათ. სკანდალი, მათი ოფიცალური ქორწინების რეგისტრაციის ცერემონია ჩაიშალის მიზეზი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლივუდის ვარსკვლავის რჩეულის ყოფილი შეყვარებული, ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.

შეგახსენებთ, რომ მსახიობის შეყვარებული ერიკა კოიკე, ჰოლივუდში ვიზაჟისტად მუშაობდა. კეიჯი და კოიკე ერთმანეთს გასული წლის გაზაფხულზე შეხვდნენ. 23 წლის აზიური გარეგნობის გოგონას, კეიჯის ყოფილ ცოლს, ელის კიმს ამსგავსებენ, რომელთანაც 12-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა.

ელისთან განქორწინების შემდეგ, კეიჯმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

-ეს ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. ძალიან ვინერვიულე როცა შევიტყე, რომ ელისმა განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა - შოკში ვიყავი, მაგრამ არ ვადანაშაულებ, რადგან ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ცოლად მოვიყვანე- ამბობს მსახიობი. 

როგორც ჩანს, ვარსკვლავმა ზუსტად იგივე გაიმეორა - მისი საცოლე, 32 წლით უმცროსია. თაყვანისმცემლები ვარაუდობდნენ, რომ ამ ქორწინებით მსახიობი, კვლავ ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა. 

იხ. ვიდეო და ფოტოები:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე