ემინემის ქალიშვილი, სილამაზის კონკურსზე დედოფლად აღიარეს.
ამერიკელი რეპერი ემინემი, 46 წლის არის და ცნობილია, რომ საკმაოდ ზრდასრული შვილებიც ჰყავს. საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის, მარშალ ბრიუს მეზერსი(ემინემი), მისი სიმღერების უწმაწურიტექსტებიდან გამომდინარე, კვლავ ხულიგან ბიჭად რჩება.
ამ ეტაპზე, მომღერლის კარიერა არა მარტო მუსიკალური შემოქმედებით შემოიფარგლება, არამედ პროდიუსერი, ქველმოქმედი, სარეკლამო აგენტი და სხვა პროფესიებით არის დაკავებული. მისი განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე წარმატებული და მთავარი, მისი ულამაზესი ქალიშვილი - ჰეილი სკოტია.
ჰეილი სკოტი - ემინეის ქალიშვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის კიმბერლი ენ სკოტისგან, 1997 წელს შეეძინა. ცნობილია რომ, წყვილს ერთმანეთთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ისინი, ორჯერ გაეყარნენ ერთმანეთს, მაგრამ 2006 წლის აპრილში, მათი ქორწინებას საბოლოოდ დაესვა წერტილი. განქორწინების შემდეგ, მარშალმა და კიმბერლიმ გადაწყვიტეს, რომ ქალიშვილი ერთად აღეზარდათ.
გოგონა, უკვე 23 წლის არის და ნამდვილი სილამაზის დედოფალია. თაყვანისმცემლების აზრით, მისი ბრწყინვალე გარეგნობით, ვარსკვლავური მამის გარეშეც არ დარჩებოდა შეუმჩნეველი. ჰეილის ინსტაგრამზე უკვე 1,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. 2013 წელს, მან სკოლაში ჩატარებულ სილამაზის კონკურსზე გაიმარჯვა და დედოფლის ტიტული დაიმსახურა. შეგახსენებთ, რომ გოგონამ ასევე წარმატებით დაასრულა საშუალო სკოლა.
სკოლის დასრულების შემდეგ, ჰეილიმ უმაღლეს სასწავლებელში ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მისი სპეციალობით მუშაობის დაწყება არ ისურვა, სამაგიეროდ ინსტაგრამზე @hailiescott - საკუთარი აქუნთი შექმნა და აქტიურად ჩაერთო სოციალურ ქსელში. ლამაზმანს, სოციალურ ქსელში, იმ რაოდენობის ხელმომწერი ჰყავს არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავი გახდეს. ეფექტური გარეგნობა, განათლება, პოპულარულობა - ეს ის ჩამონათვალია, რაც მის პიროვნებას ახლავს თან.
გოგონა აცხადებს, რომ მამის მსგავსად მუსიკალურ კარიერაში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედებას ბავშვობაში, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში ემინემი ამბობდა, რომ ერთხელ გოგონამ, რომელიც ხშირად დაჰყავდა ხმის ჩამწერ სტუდიაში, მამის სიმღერას მოკრა ყური და დაიწყო ხმამაღლა ყვირილი:
- მამაჩემი გაგიჟდა! - დარბოდა და თან ყვიროდა ჰეილი. ასე დაიბადა ემინემის ერთ-ერთი სიმღერა - My Dad’s Gone Crazy.
შეგახსენებთ, რომ ჰეილი მუსისკოსის ერთადერთი ბიოლოგიური შვილია. მას ასევე, შვილად ჰყავს აყვანილი საკუთარი დეიდაშვილი ალაინა და მისი გერი - უიტნი, რომელიც ყოფილი მეუღლის, კემბერლის შვილია პირველ ქმართან.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: