სნუპ დოგმა მეთიუ მაკკონაჰის მარიხუანა მოაწევინა (ვიდეო)

17:08 03-29-2019
175

სნუპ დოგი და მეთიუ მაკკონაჰი ახალ ფილმში  The Beach Bum  ერთად თამაშობენ. ჯიმი კიმელის ღამის შოუში სტუმრობისას, ოსკაროსანმა მსახიობმა გაიხსენა, რომ ფილმის ერთ-ერთი სცენის გადაღების დროს, ლეგენდარულმა რეპერმა მას სასცენო რეკვიზიტის ნაცვლად, ნამდვილი მარიხუანა მიაწოდა და მოაწევინა.

მეთიუ მაკკონაჰი აცხადებს, რომ მოწევის შემდეგ, ერთი სიტყვაც აღარ უთქვამს ინგლისურად და სცენის გადაღება ვეღარ განაგრძეს. სნუპ დოგმა კი მსახიობს შეახსენა, რომ მარიხუანას მოწევის შემდეგ, მაკკონაჰი 13 საათის განმავლობაში, გაუჩერებლად რეპავდა. მსახიობი ამბობს, რომ მეორე საღამოს 6-ის ნახევრამდე ვერ გამოფხიზლდა.

ფილმი The Beach Bum მოგვითხრობს ისტორიას თავზეხელაღებულ მამაკაცზე სახელად „მუნდოგ“ (Moondog), რომელიც მუდმივად მარიხუანას ეწევა და საკუთარი წესებით ცხოვრობს.

მეთიუ მაკკონაჰი მთავარ როლს სრულებს. ფილმი უცხოურ კინოთეატრებში უკვე გამოსულია.  

ავტორი: მარიამ გიგანი