კიანუ რივზი თვითმფრინავის ავარიული დაშვების დროს, შეშინებულ მგზავრებს დაეხმარა - ვიდეო

18:02 03-29-2019
4153

ჰოლივუდის ყველაზე იდუმალი და მიმზიდველი მსახიობი კიანუ რივზი, ცნობილია როგორც  სიკეთის მკეთებელი, მაგრამ ამავე დროს მარტოსული ადამიანია. მისი გული ვერ დაიპყრო შერონ სტოუნმა, უაინონა რაიდერმა, სანდრა ბალოკმა და ვერც გვინეტ პელტროუმ.

სამაგიეროდ, რამდენიმე დღის წინ, მსახიობმა მოინადირა ამერიკელების გული თვითმფრინავის ბორტზე. 

საქმე იმაშია, რომ თვითმფრინავმა, რომელიც სან-ფრანცისკო-ბერბანკის რეისს ასრულებდა, ტექნიკური პრობლემების გამო, ბაკერსფილდის აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა, რაც მგზავრების მხრიდან პანიკის მიზეზი გახდა.

მსახიობი, რომელიც ამ დროს თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა, მგზავრებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა - თან შეშინებულ მგზავრებს ართობდა და მათთან ერთად პოზირებდა.

კიანუს ინიციატივით, მგზავრები საზოგადოებრივ ტრასპორტში ჩასვეს და დანიშნულ ადგილას ავტობუსით გადაიყვანეს. ვარსკვლავურმა მსახიობმა მგზავრობის დროს, გიდის მომსახურება აიღო თავზე და მთელი გზა, მათ გართობაში და მხიარულებაში გაატარა.

ერთ-ერთმა მგზავრმა თვითერზე სურათიც დადო, რომელზეც ეწერა, რომ მართალია საშინელი ფრენა იყო, მაგრამ ბოლო-ბოლო კიანუ რივზისაც ასეთივე ცუდი დღე ჰქონდა, როგორც მას.

იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი:

ავტორი: რუსა ღვანიძე