2019 წელს ხარაგაულში ფარცხნალისა და ისლარის გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

18:55 03-29-2019
60

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ისლარში გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებულ კომპანია  შპსალპედე“-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ისლარში სოფლის ცენტრალურ გზაზე 1 500 მეტრიან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 246 248 ლარით ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის მერმა ხელი მოაწერა, ასევე შპსჭედა-2012“-თან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელიც ფარცხნალში,  ბარის უბანში, 1 კმ-მდე გზის მონაკვეთს ჩაუტარებს რეაბილიტაციას.  პროექტზე რეგიონული განვითარების ფონდი, ადგილობრივი ბიუჯეტის თადაფინანსებით, 128 502 ლარს დახარჯავს.