ომბუდსმენის ოფისმა 2018 წლის ანგარიში პარლამენტში უკვე გააგზავნა. სხვა საინტერესო თემებთან ერთად, დოკუმენტში პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციის წახალისებაზეც არის საუბარი. ნინო ლომჯარია პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექს აკრიტიკებს, „რომელიც, პარლამენტის წევრს, მათ შორის, დისკრიმინაციული გამონათქვამების და სიძულვილის ენის გამოყენებას უკრძალავს336 და შესაბამის სანქციასაც ითვალისწინებს პარლამენტის ვებ-გვერდზე კოდექსის დამრღვევის სახელისა და დარღვევის მოკლე შინაარსის მითითების სახით.“
როგორც დოკუმენტშია განმარტებული, ამ საკითხის რეგულირების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი 2017 წლიდან მიუთითებს.
ანგარიშში ასევე მოყვანილია კონკრეტული გამონათქვამები, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან 2018 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ქსენოფობიური, ჰომოფობიური თუ რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისებას ეხება:
„მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში შეხვედრისას ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მოქალაქეობის საკითხზე ქსენოფობიურ კონტექსტში ისაუბრა: „ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, მაგრამ თქვენ არ მოგცათ“.339 ქსენოფობიური იყო ასევე პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას განცხადება კონკრეტული წარმომავლობის ადამიანებზე ბინადრობის მოწმობის გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით. 340 კახა კუკავა ასევე აღნიშნავდა, რომ მიგრანტები ეთნიკურ ქართველებს უმცირესობად აქცევენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. იგი საუბრობდა „თურქეთის მხრიდან საქართველოს რელიგიური ექსპანსიის საფრთხეებზე“. მათ შორის, იგი ტერორიზმის საფრთხესაც ასახელებდა. 341 ამავე პერიოდში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი ვიდეო, რომლითაც გააკეთა ქსენოფობიური შინაარსის განცხადება და კონკრეტული ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტები დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენია. 342 აღსანიშნავია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, დავით თარხან-მოურავის განცხადება: „საქართველოში შეიქმნა მუსლიმანთა უმაღლესი სამმართველო, რომელიც ქართველი მუსლიმანებისთვის ხელმძღვანელი ორგანოა. დაახლოებით ისეთივე, როგორც საპატრიარქო… ესე იწყება ქვეყნის დაქუცმაცება, ეს თეორია თურქული თეორიაა და ტარდება ყველა ქვეყანაში, სადაც თურქეთს აქვს პრეტენზიები და ახლა ქართველი მუსლიმანების საყურადღებოდ ვლაპარაკობ, რომ ეს გზა არის დაქუცმაცების გზა“. 343 ამასთან, ჰომოფობიური განცხადება გააკეთა პრეზიდენტობის სხვადასხვა დროს კრიტიკა დაიმსახურა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის მიერ საჯარო განხილვაში მონაწილე პოლიტიკური ოპონენტების მისამართით გამოთქმულმა სექსისტურმა რეპლიკამაც - „ბოზი ქალებივით ყვირიხართ“ და ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის, არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებებმა, რომელთა თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული და რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას. პრობლემური იყო ლილი მსხილაძის - უვადოდ დანიშნული მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებისას მედიით გავრცელებული ინფორმაცია მის მიერ სოციალურ ქსელში 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს გამართული აქციის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, როდესაც მან ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებებისათვის ბრძოლის პროცესს ავადმყოფობა და უმსგავსობა უწოდა. 346 საჯარო პირების, განსაკუთრებით კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილე ადამიანების მიერ ნებისმიერი დაუცველი ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციის წამახალისებელი მოსაზრებების გამოთქმა, საფრთხეს უქმნის ამ ჯგუფების თანასწორუფლებიანობას და აზრს უკარგავს იმ პროცესს, რაც თანასწორობის პრინციპის გააზრების მხრივ ქართულმა საზოგადოებამ განიცადა.“ - ნათქვამია ანგარიშში.