იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხის საპასუხოდ განაცხადა.
იუსტიციის უმაღლესის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის წარმომავლობით და წყაროს ვინაობით. მისივე თქმით, მსგავს თემაზე მასთან საუბარი არ ყოფილა.
“მე პირველად მესმის რასაც მეკითხებით, არსად ამაზე არ მისაუბრია, არ მსმენია არსაიდან იქნებ ასეთ შემთხვევაში მაინც გაგცეთ პასუხი თუ წყაროს დამისახელებთ. არ ვადასტურებ. - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
ავტორი: ჯონი პატარკაციშვილილი