უცნობმა მამაკაცმა რიანას სუფრიდან "ხამანწკები" მოიპარა და დააგემოვნა - ბარბადოსელი მილიონერის რეაქცია

15:22 04-01-2019
276
თეგები: რიანა

რიანას, ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში, სუფრიდან ხამანწკებით სავსე თეფში მოპარეს. 

რამდენიმე დღის წინ, მილიონერი მომღერალი მეგობრებთან ერთად ლონდონის რესტორან Chiltern Firehouse-ში სადილად იმყოფებოდა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა უცნობმა მამაკაცმა, რიანას სუფრიდან, ხამანწკებით სავსე თეფში, დაუკითხავად აიღო.

ბარბადოსელი მომღერალი, წყობიდან გამოვიდა და ქურდს 250 ფუნტის ღირებულების, ახალი ულუფის ყიდვა მოსთხოვა.  

ინტერვიუში მომღარალი აცხადებს, რომ შეშინებულმა მამაკაცმა, რომელმაც მისი ხამანწკები დააგემოვნა, სასწრაფოდ ამოიღო ჯიბიდან საკრედიტო ბარათი და რიანას ახალი ულუფის საფასური გადაიხადა. 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე