თამო ვაშალომიძე ახალი პარიკით გამოჩნდა

15:25 04-01-2019
216

თამო ვაშალომიძე თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა. ფოტო-მოდელი ხშირად იყენებს სხვადასვა ფერისა თუ სიგრძის პარიკებს. ამჯერად ვაშალომიძემ არჩევანი გრძელ, ტალღოვან, ცივი ტონალობის, ღია ფერის თმაზე შეაჩერა. პარიკს სამოსიც ფერების მიხედვით შეურჩია და ფოტო გამოაქვეყნა.

ახალი ფოტოს კომენტარებში თამო ვაშალომიძეს „ფეისბუქ“ მეგობრებმა პარიკი დაუწუნეს.

ფოტო-მოდელმა მათ ასეთი პასუხი გასცა: „იმიტომ, რომ ეს ნატურალური თმა არ არის, ერთს ვიკეთებ, ახლა ვიყიდე, უნიკალური ხარისხის, მოგეწონება“.

თამო ვაშალომიძე თავის ახალ პარიკს ალბათ სოციალურ ქსელში უახლოეს მომავალში გამოაჩენს.

ავტორი: მარიამ გიგანი