4 აპრილს ლევან იზორიას პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ

16:17 04-01-2019
34

4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენენ. ამის შესახებ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

,,მინისტრის საათი'' ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.