ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ, სოციალურ ქსელში ახატანში მდებარე გაძარცვული სახლის ფოტო გამოაქვეყნა.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე საკუთარი სახლის გაქურდვის თაობაზე ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
მას შემდეგ პრაიმტაიმისთვის ცნობილი გახდა, რომ არა დეპუტატის, არამედ მისი მეზობლის სახლი გაქურდეს, რომელიც იმავე ეზოში მდებარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, გუშინ სოციალურ ქსელში გაძარცვული სახლის ფოტო და პოსტი გამოაქვეყნა:
იმდენმა ხალხმა, მტერმა და მოყვარემ, დამირეკა და გააკეთა კომენტარი, რომ გადავწყვიტე მაინც დავდო ჩემი სახლის ძარცვის ამსახველი ფოტო - წერს ვოლსკი.
პარლამენტარის პოსტს, უამრავი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ მძარცველებმა გია ვოლსკის სახლის ნაცვლად მისი მეზობლის სახლი გაქურდეს. ვოლსკის ინფორმაციით, მძარცველები დეპუტატის სახლში შესვლას ვერ შეძლებდნენ, რადგან ფანჯრებზე გისოსებია. პარლამენტარი ადასტურებს, რომ მისი სახლი გაქურდული არ არის. დეპუტატის თქმით, მხოლოდ მინაა ჩამსხვრეული და არ გამორიცხავს, რომ ფანჯარას, ვინმემ შემთხვევით ქვა ესროლა.
„ჩემს სახლში, მხოლოდ ფანჯრის მინა იყო ჩამსხვრეული. შესვლა რომ მოენდომებინათ, ვერც შევიდოდნენ. პოლიციისთვის არც დამირეკავს, შეიძლება ვიღაცამ ქვა ისროლა და ძარცვის მიზნით არც კი მომხდარა. იქ ყველამ იცის, რომ სახლში არაფერი მაქვს - აცხადებს ვოლსკი „პრაიმტაიმთან საუბრისას.
იხ. ფოტო: