შესაძლოა, კერძო კომპანია დირსის საცხოვრებელ კორპუსში თვითნებურად შესახლებული დევნილები დაცვის პოლიციამ დღის ბოლომდე იძულებით გამოასახლოს.
დევნილები ტერიტორიას ამ დრომდე არ ტოვებენ. საუბარია დაახლოებით 100-მდე ოჯახზე. ისინი ახალაშენებულ კომპლექსში უკვე მესამე დღეა იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო პოლიციის დანაყოფები, ასევე დაცვის პოლიცია.
ადგილზე იმყოფებიან დევნილების ნათესავებიც. ისინი შენობაში მყოფებს საკვებით, სასმელი წყლით და პირველადი მოხმარების პროდუქტით ამარაგებენ.
ავტორი: თაკო ტომარაძე