ბელა ჰადიდის და The Weeknd-ის პირადი ურთიერთობების შესახებ ბოლო დროს, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. წყვილის სკანდალის შესახებ ერთ-ერთი ფაქტი დასახელდა - მოდელი ევროპაში მოდის კვირეულზე რამდენიმე კვირით გაემგზავრა - ჩვენებაზე მოდელმა სხვადასხვა ფერისა და სტილის სამოსი მოირგო, სტილისტებმა კი განსხვავებული ვარცხნილობები და მაკიაჟი შეუხამეს.
სოციალურ ქსელში ვრცელდება Vogue-ისთვის გადაღებული ვიდეორგოლი, რომელიც მოდელის თაყვანისმცემლების დიდ მოწონებას იმსახურებს.
The Weeknd(აბელ მაკონენ ტესფაიე) სოციალურ ქსელში, ბელას კომენტარებს ეხმიანებოდა და გულის ფორმის სმაილებს უგზავნიდა.
ეთიოპიელი წარმოშობის კანადელმა რეპერმა და სუპერმოდელმა გუშინ, ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნეს. ერთ-ერთ ფოტოზე მოდელი ემოციებს ვერ მალავს და რეპერს სახეს ულოკავს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წელია შეყვარებულები მანჰეტენზე მდებარე სახლში ერთად ცხოვრობენ. ცნობილია, რომ ვარსკვლავურ წყვილს საერთო ძაღლი ჰყავს.
იხ ფოტოკოლაჟი და ვიდეო: