55 წლის ბრიტანელმა ქალბატონმა სუროგატი დედობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეიტყო რომ მისი ქალიშვილი, შვილს ვერასოდეს გააჩენდა.
ტრეისი მაილსმა 16 წლის ასაკში გამოიკვლია, რომ საკუთარი შვილის გაჩენას ვერ შეძლებდა. გოგონას მენსტრუაციული ციკლი არ დაეწყო, რის შემდეგაც დედამ ექიმს მიმართა - გოგონას საშვილოსნო საერთოდ არ აღმოაჩნდა. მას, მაიერ-როკიტანსკის-კიუსტერ-ჰაუზერის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. პათოლოგია, მუცლადყოფნის პერიოდში იჩენს თავს და საშვილოსნოს ნაწილობრივ ან სრულ უქონლობას იწვევს, თუმცა, საკვერცხეები ამ დროს ნორმალურად ვითარდება. ამიტომ, მათ შეუძლიათ შვილის გაჩენა, სუროგატი დედის საშუალებით.
როცა დიაგნოზი დამისვეს, სრული შოკი მქონდა. მივხვდი, რომ შვილს ვერასოდეს გავაჩენდი. როცა დედაჩემმა მითხრა, რომ ჩემი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა და შვილს გამიჩენდა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - იხსენებს 31 წლის ტრეისი.
2014 წლის აპრილში ტრეისმა ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად ადამ სმიტი გაიცნო და შეუყვარდა. ორი წლის შემდეგ, ტრეისი და ადამი დაქორწინდნენ.
წყვილმა, ერთად გადაწყვიტა გამოსავალი ეპოვათ და ექიმს მიმართეს. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ტრეისს საკვერცხეების ფუნქციის განვითარების პრობლემა არ ჰქონდა და სუროგატი დედისგან შვილის გაჩენას შესძლებდა.
ადამმა და ტრეისმა სუროგატი დედის ძებნა, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ექიმმა ურჩია. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტრეისს, დედის მიერ რამდენიმე წლის წინ დადებული პირობა გაახსენდა და თხოვნით მიმართა.
ტრეისის მამაც, სუროგატი დედის გადაწყვეტილებას, სიხარულით დათანხმდა. ემა მაილსი, იმ დროს 54 წლის იყო და მენოპაუზის გამო, ოსულობისთვის მის ორგანიზმს სერიოზული მომზადება დასჭირდა.
პირველ რიგში, ექიმებმა ემას წონაში დაკლება მოსთხოვეს. მან, ოთხ თვეში 38 კილოგრამი დაიკლო, რის შემდეგაც ჰორმონები დაუნიშნეს. საკმაოდ დიდხნიანი მომზადების და მკურბნალობის შემდეგ, 2018 წლის მაისში, ბიოლოგიური მშობლების - ქალიშვილის ტრეისის და სიძის ადამის განაყოფიერებული ემბრიონი, ემას საშვილოსნოსი მოათავსეს.
ოთხი კვირის შემდეგ, ფეხმძიმობის ტესტმა დადებითი მაჩველებელი დააფიქსირა. როგორც ტრეისი იხსენებს, მათ ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი წუთები იყო.
ემას ორსულოობის პერიოდი, ნორმალურ ვითარებაში მიმდინარეოდა და 2019 წლის 16 იანვარს, ემას შვილიშვილი - ქალიშვილის და სიძის ბიოლოგიური შვილი, ამ ქვეყანას მოევლინა.
ჩემს ქალიშვილთან ერთად განვლილი ყოველი წუთის მადლობელი ვიქნები დედაჩემის - იმ უდიდესი სიურპრიზისთვის, რაც მან გამიკეთა - ამბობს ტრეისი.