გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა პეტრო პოროშენკოს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასვლა მიულოცა.
კანცლერის განცხადებით, არჩევნები სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პეტრო პოროშენკოსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი გერმანული მხარის ინიციატივით შედგა.
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 60%-ის დათვლის შემდეგ განაცხადა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, აქედან გამომდინარე, მეორე ტური ოფიციალურად დაინიშნა.
არჩევნებში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს. მას 30.25%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოა - 16.6%-ით.