ფეხმძიმე სპორტსმენმა კლინიკური სიკვდილის შემდეგ იმშობიარა

11:43 04-02-2019
277

ახალშობილი, რომელიც 1,7 კილოგრამს იწონიდა, სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

The Sun-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპორტსმენი კატერინა სეკეირა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, როცა მშობიარობა დაეწყო. ის, ორსულობის მე-19 კვირაში იყო, როცა სუნთქვის უკმარისობით კლინიკაში გადაიყვანეს. ბრონქული ასთმის მწვავე შეტევის დიაგნოზის შედეგად კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ სპორტსმენს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვა დასჭირდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, კატერინას ექიმებმა თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაუსვეს. ბავშვის ჩანასახის სრულყოფილი ზრდისათვის, სპორტსმენის ორგანიზმის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, ექიმები ხელოვნურ მეთოდებს მიმართავდნენ.

ორსულობის 32-ე კვირაში, ისინი იძულებულები გახდნენ, საკეისრო კვეთა ჩაეტარებინათ, რის შემდეგ გოგონა, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. 

ექიმების ინფორმაციით, ახალშობილი ბიჭი სახელად სალვადორი, რომელიც დღენაკლული - 1,7 კილოგრამი დაიბადა, სრულიად ჯანმრთელია.  

ავტორი: რუსა ღვანიძე