გია აბაშიძე - სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მეპატრონეები იყვნენ ის სამინისტროები, რომლის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი გახლდათ

14:45 04-02-2019
57

ექსპერტმა გია აბაშიძემ დღეს მედიის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა, სადაც საუბარია თუ როგორ შეაღწია „ნაციონალური მოძრაობამ“ სამოქალაქო სექტორში საზოგადოებრივ- პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის გაზრდის მიზნით.

მისი თქმით, რეალურად, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლიდან მეხუთე წელს იწყება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, დაფინანსება.

2009 წლის 11 მაისს #233 მთავრობის განკარგულებით შეიქმნა სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდი.

ამ ფონდის მეპატრონე გარკვეული პერიოდი იყო სხვადასხვა სამინისტრო. ერთი პერიოდი იყო განათლების სამინისტრო, შემდგომ თავდაცვის სამინისტრო, შემდგომ პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო, რატომ? იმიტომ რომ სადაც კი იყო ამ სამინისტროების თავკაცი ბატონი დიმიტრი შაშკინი, ყოველთვის ეს ფონდი მისი კურატორობის ქვეშ ექცეოდა.

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული. ნაცმოძრაობის დროს პარტიის ხაზით ამ ფონდს მეთვალყურეობას უწევდა ჩიორა თაქთაქიშვილი. ფონდი გრანტებს გასცემდა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებზე. - განაცხადა გია აბაშიძემ.