"დირსში" პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული

15:14 04-02-2019
62
თეგები: დირსი

საცხოვრებელ კომპლქს დირსის ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომპლექსში უკვე რამდენიმე დღეა დევნილები არიან შესული და ბინების გადაცემას ითხოვენ. ათ ხელისუფლებას ვადა დღეს 18 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.

მეოთხე დღეა, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე კორპუსში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები რჩებიან. მათ საცხოვრებელი ფართები დაიკავეს და სამინისტროსგან დაკანონებას ითხოვენ. დევნილების თქმით, მათი უმეტესობა ქირით ცხოვრობს.

„დირსში“ 150-მდე ოჯახია შესული.

დღეს დირსშიც გაკეთდა განცხადება და კომპანიის ხელმძღვანელობამ დევნილების ეს ნაბიჯი კერძო საკუთრების ტყვედ აყვანად შეაფასა.