კობახიძე ბავშვივით იქცევა - ბესელია ევროსაბჭოს დელეგაციის დატოვებაზე

15:32 04-02-2019
56

ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ და ამ დროს დაარღვიო მისი წესები - უხერხულია. - ასე აფასებს ეკა ბესელია ევროსაბჭოს დელეგაციაში პარლამენტარების კვოტირების შესახებ ცვლილებების შეტანას.

ბესელიას თქმით, ის არის ასამბლეის წევრი და ეს ვერ შეიცვლება მომავალი წლის იანვრამდე.

როგორც კობახიძე იქცევა, ეს ჰგავს პატარა ბავშვის საქციელს, რომელსც ტუქსავენ როცა შეცდომას ჩადის. კობახიძე ცდილობს ბავშვურად მე და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციიდან ამოგვიღოს, თუმცა ეს არ გამოუვა. მე არ ვაპირებ დავთმო ის, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს. კობახიძის გადაწყვეტილებით, ევროსაბჭოს რეგლამენტს ეწინააღმდეგება, რაც სერიოზულ უხერხულობას შექმნის,- აცხადებს ბესელია.

 

ავტორი: შოთა ფალავანდიშვილი