ჯორჯ კლუნის სკანდალური მიმართვა ბრუნეის სულთანს! - "ვაფინანსებთ, რომ ჰომოსექსუალები ქვებით ჩაქოლონ"

16:13 04-02-2019
819

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი, სოციალურ ქსელში ბრუნეის სულთანის სასტუმროების ქსელის არსებობას ეხმიანება და ახალი კანონის ამოქმედების გამო, საზოგადოებას ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

მიზეზი, ახალი კანონის ამოქმედება -  სასჯელის უმაღლესი ფორმა სიკვდილით დასჯა გახდა, რომლის მიხედვით ქვეყანაში აიკრძალა ერთსქესიანთა სექსი, მეუღლის ღალატი და გაუპატიურება. კანონი შეეხება ასევე, არასრულწლოვან ბავშვებს.

CNN -ის ინფორმაციით ბრუნეიში,  სულთანის მიერ 2014 წელს  დაანონსებული კანონი, დღეიდან 3 აპრილიდან ამოქმედდება. კანონის მიხედვით, ქურდებს სასჯელის სახედ ამპუტაცია ემუქრებათ, ხოლო მრუშები და ერთნაირი სქესის მქონე ადამიანები  სექსუალური კონტაქტისთვის სიკვდილით დაისჯებიან. ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა შეაჩეროს კანონი.

როცა სულთანის სასტუმროებში საცხოვრებლად გავჩერდებით ან სადილს მივირთმევთ, ჩვენ ვაფინანსებთ იმ ხალხს, რომლებიც თავიანთ მოსახლეობას ქვებით ჩაქოლავენ იმის გამო რომ ჰომოსექსუალები არიან ან, თავიანთ მეუღლეებს ღალატობენ. გვაქვს სურვილი, რომ მკვლელობა დავაფინანსოთ? - წერს კლუნი.

ცნობილია ასევე, რომ კლუნი ამ სასტუმროებში საცხოვრებლად ხშირად ჩერდებოდა.

ცნობილია, რომ ბრუნეას სულთანის ჰასანალ ბოლკიაჰის დიდი ბრიტანეთში სამი, საფრანგეთსი ორი და იტალიაში ერთი სასტუმრო აქვს.

მსახიობს, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მხარი არ დაუჭირა. ტელეწამყვანმა ბილ მარიმ, კლუნი ბოიკოტის თაობაზე გააკრიტიკა. კლუნი, სოციალურ ქსეში კრიტიკას გამოეხმაურა და პოსტი გამოაქვეყნა:

ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ ცუდი ადამიანი, კარგ პიროვნებად ვაქციოდ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ ბინძური საქმის მონაწილე არ გახდეს. ბოიკოტი, რა თქმა უნდა ვერ შეაშინებს სულთანს, მაგრამ ის კომპანიები, რომლებიც მის კომპანიაში ფინანსებს აბანდებენ, ვფიქრობ, რომ უმეტესობა გააუქმებს მასთან ბიზნეს საქმიანობას. ჩემი აზრით, არ არსებობს კომპანია, რომელსაც სურვილი აქვს, მკვლელს ჯიბეში ფული ჩაუდოს. დღეს, ყველაზე საშიში პრობლემა - ბრუნეის მეზობლელი სახელმწიფოებია. ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ყველაზე რთული პრობლემების წინაშე, ინდონეზიის რესპუბლიკა დგას, მაგრამ იქ, ქვებით ჯერ არავინ ჩაუქოლავთ.

საინტერესოა, უპასუხებს თუ არა კლუნის კომენტარს ბრუნეის სულთანი.

შეგახსენებთ, რომ ბრუნეის სულთანი, ჰასანალ ბოლკიაჰი პლანეტის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია. 

იხ. ფოტოკოლაჟი:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე