დღეს, თელავის სასამართლოში განათლების სამინისტრომ სკოლის შშმ მოსწავლისგან საწვავისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება მოითხოვა. „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად მომხდარის შესახებ ანა აბაშიძემ განუცხადა. სასამართლო სხდომას, როგორც მოპასუხე მხარე, ესწრებოდა განათლების სამინსიტროს ორი თანამშრომელი. მათ მოსამართლისგან მოითხოვეს, თუ შშმ მოზარდი წააგებს აღნიშნულ დავას, აანზაღაუროს საწავავისა და სამივლინებო ხარჯები. დავა ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
მოზარდის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, ანა აბაშიძე იცავს.
“სასამართლოზე ვიცავთ 14 წლის შშმ ბავშს, რომელიც ჩვენი შეფასებით დისკრიმინაციიის მსხვერპლია. მოპასუხე განათლების სამინისტროა. იმის გამო, რომ თელავის ერთ-ერთ სკოლაში ერთი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სკოლის მოსწავლეები მთელი წლით გადაიყვანეს შედარებით შორს მდებარე, სხვა ადმინისტრაციულ შენობაში. ჩვენი „კლიენტი“ ეტლით მოსარგებლეა და სკოლის ტრანსპორტირებით ვეღარ სარგებლობდა, რადგან სკოლის ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა მოზარდის მდგომარეობა და ადაპტირებული ტრანსპორტი სკოლის მოსწავლისთვის ხელიმისაწვდომი არ იყო. ამის გამო, მთელი წელი „შინ სწავლის“ სერვისი შესთავაზეს, რომელიც ავადმყოფი, მაგალითად: საწოლს მიჯაჭვული ბავშებისთვისაა განკუთვნილი. შშმ ბავშვი თვლის რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა. თელავში სასამართლო დავაზე ჩვენს მსგავსად განათლების სამინისტროს ორი თანამშრომელი ჩამობრძანდა. მათ მოითხოვეს საწვავისა და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება, არცმეტი არც ნაკლები, 14 წლის შშმ ბავშისგან, ეს იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წავაგებთ აღნიშნულ სასამართლო დავას, მათ ქვითრები წარმოადგინეს. თავად მოსამართლეც გაოგნებული იყო. ასე მოგვილოცეს აუტიზმის ცნობადობის დღე...
ანა აბაშიძე განათლების სამინისტროს ამ მიდგომას აფასებს და ამბობს, რომ „საშიში პრეცენდენტია, რადგან ეს მიმართულია იმისკენ, რომ ბავშებმა არ იბრძოლონ საკუთარი უფლებების დაცვისათვის. გარდა ამისა, სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებულია არასრულწლოვანთა დავები და მითუფრო, შშმ ბავშვების. ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა შესაძლებელია და არ არის აკრძალული, თუმცა ეს მიზანშეწონილობის საკითხია“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“უფლებათა დამცველმა .
როგორც ანა აბაშიძე ამბობს, იმ შემთვევაში, თუ თელაველი 14 წლის შშმ პირი სასამართლო დავას წააგებს და დაეკისრება განათლების სამინისტროს მიმართ ხარჯების ანაზღაურება, მას ამ თანხას ვერ გადაახდევინებენ, რადგან ეს აღუსრულებელია.
ავტორი: თამარ ბუჩუკური