ტომ კრუზმა ნიკოლ კიდმანი საერთო შვილის ქორწილში არ დაპატიჟა

18:38 04-02-2019
651

ტომ კრუზმა ყოფილი ცოლი ნიკოლ კიდმანი, შვილად აყვანილი ვაჟის ქორწილის ცერემონიაზე არ დაპატჟა. 

დასავლური წყაროს ინფორმაციით, ტომ კრუზის ვაჟი კონორ კრუზი ქორწინდება. ცერემონიას დედა, ჰოლივუდის მსახიობი ნიკოლ კიდმანი არ დაეწრება. 

ცნობილია, რომ ყოფილ ვარსკვლავურ წყვილს, ნიკოლ კიდმანს და ტომ კრუზს, განქორწინების შემდეგ დაძაბული ურთიერთობა აქვთ. მიზეზი, კრუზის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება - საიენტოლოგიის მიმდევრობაა, რაც ნიკოლმა ვერ მიიღო. 

ამერიკული პორტალის Radar Online ინფორმაციით, ვარსკვლავი ტომ კრუზის გამო, ქორწილის ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებს - ამბობენ, რომ კრუზმა მისვლის უფლება არ მისცა.

კონორი, იტალიელ მოდელზე სილვიაზე ქორწინდება, რომელიც საიენტოლოგიის პრინცესას სახელით არის ცნობილი და მსოფლიოში საიენტოლოგიის საუკეთესო მემკვიდრედ არის აღიარებული.

კიდმანი, რომელიც ყოფილი ქმრის რელიგიას დღემდე არ ცნობს, მას შემდეგ განაწყენდა, რაც გაარკვია, რომ შვილებმა, მამას დაუჭირეს მხარი და ქორწილში არ დაპატიჟეს. 

შეგახსენებთ, რომ  ტომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის ათწ­ლ­იანი ქორწინება, რომელიც 2001 წელს განქორწინებით დასრულდა, დღემდე მითებით არის მოცული. პირადი ცხოვრების აფიშირება კიდმანს არასდროს ხიბლავდა, თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრუზისგან ბევრი შეურაცხყოფა აიტანა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობას შემთხვევით გადაურჩა. მიუხედავად ამისა, მათი სიყვარულის ისტო­რია, ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზეს რომანად დარჩა.1992 წელს ცოლ-ქმარმა გოგონა, იზაბელა ჯეინი­ შვილად აიყვანა, ხოლო 1995 წელს  ვაჟი - კონორ ენტონი იშვილეს.  

ცნობილია, რომ საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, მწერალმა ლაფაიეტ ჰაბარდმა შექმნა. ის, როგორც რელიგია, ოფიციალურად არის აღიარებული აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა, ამ მიმდინარეობას დესტრუქციულ სექტად მიიჩნევს.