ბრიტანელი მსახიობი და მოდელი ტანია მალეტი, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მალეტი ქალაქ ბლეკპულში დაიბადა, მამა ინგლისის მოქალაქე იყო, დედა კი რუსეთის.
50-იანი წლების ყველაზე ცნობილი მოდელი, 1964 წელს ფილმში გოლდფინგერი, ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგოს როლში გადიღეს. ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ მსახიობი, კვლავ სამოდელო კარიერას დაუბრუნდა.
მალეტის გარდაცვალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.