61 წლის სუროგატი დედა გეი შვილს დაეხმარა მამა გამხდარიყო (ვიდეო)

11:32 04-03-2019
2960

აშშ-ის ქალაქ ომაჰას ერთ-ერთი მაცხოვრებელი, მისი ჰომოსექსუალი შვილის სუროგატი დედა გახდა.  

პორტალ NBC News-ის ინფორმაციით, 2018 წელს გეი-წყვილმა, მეთიუ ელეჯიმ და ელიოტ დოგერტმა, ხელოვნური განაყოფიერების გზით ბავშვის გაჩენა გადაწყვიტეს. ელიოტის დამ, წყვილს, პროცედურის ჩასატერებლად საკუთარი კვერცხუჯრედის გამოყენება შესთავაზა. ამის შემდეგ, წყვილმა სუროგატი დედის ძებნა დაიწო.

ნებრასკა, საერთოდ ძალიან კონსერვატიული შტატია და ჩვენ შევშინდით, რომ სააგენტოსთვის მიგვემართა, რადგან შესაძლებელი იყო, პრობლემები შეგვქმნოდა რადგან გეი-წყვილი ვიყავით - ამბობს მეთიუ.  

რამდენიმე ხანში, მეთიუს დედამ, სესილიმ საკუთარ ვაჟს დახმარება და სუროგატი დედობა შესთავაზა. ბედნიერი ვარ, რომ ამ მნიშვნელოვანი ფაქტის მონაწილე ვარ - ამბობს სესილი. 

ხელოვნური განაყოფიერების პროცედურების შემდეგ, 61 წლის მეთიუს დედა დაორსულდა. ფეხმძიმობამ, ნორმალურად ჩაიარა და 25 მარტს, გოგონა - უმა ლუიზ დოგერი-ელეჯი(Uma Louise Dougherty-Eledge) მოევლინა ამ ქვეყანას.  

იხ. ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე