მამაკაცმა, რომელმაც თაღლითური გზით 19 ცოლი მოიყვანა, დიდი რაოდენობით თანხა გაიტაცა და მიიმალა

13:57 04-03-2019
3505

ჩინეთის პოლიციამ, ჰენანის პროვინციის ქალაქ ჩჟენჩჟოუს მაცხოვრებელი დააკავა, რომელმაც  რამდენიმე ქალბატონს, რომელთანაც სექსუალური კავშირი ჰქონდა, დიდი რაოდენობით თანხა გამოსძალა და მიიმალა.  

Daily Mail-ის ინფორმაციით, ჩინეთის პროვინციის სამართალდამცველების ყურადღება, ერთ-ერთმა ფაქტმა მიიპყრო. პოლიციის განყოფილებაში, საჩივარი 17-მა ქალბატონმა, ერთდროულად შეიტანა, რომლებიც ჰენანშის პროვინციაში  მაცხოვრებელი, ერთ-ერთი თაღლითი მამაკაცის გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდნენ. დაზარალებული ქალბატონებიდან, ოთხმა ბავშვი გააჩინა და ორი - ფეხმძიმედ არის.

თაღლითი მამაკაცი, ქალბატონებს ატყუებდა, რომ შეძლებული ოჯახიდან იყო და ძვირადღირებული საჩუქრებით ანებივრებდა. ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მშობიარობის შემდეგ, მამაკაცმა ავტომობილი და რამდენიმე ათასი იუანი(ჩინური ფული) გაიტაცა და უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.

მორიგი მსხვერპლი აცხადებს, რომ მას მამაკაცი გაეცნო, როგორც ასპირანტურის სტუდენტი. მან ცოლობა შესთავაზა და ხუთ კარატიანი ბრილიანტის საქორწინო ბეჭედი აჩუქა, რომელიც შემოწმების შემდეგ, ყალბი აღმოჩნდა. თაღლითმა, მეუღლეს 250 000 იუანი გამოსძალა და გაიქცა. 

პოლიციამ, ძებნის შედეგად, დამნაშავე მამაკაცი დააკავა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მან ორი წლის განმავლობაში, 19 ქალბატონი მოატყუა და თაღლითური გზით ცოლად მოიყვანა.

მამაკაცი, ინტერნეტის საშუალებით უკავშირდებოდა გოგონებს და არწმუნებდა, რომ მდიდარი მშობლების ოჯახიდან იყო. პაემანზე გოგონებს, იმიჯის შესაქმნელად, თანამედროვე დიზაინის სამოსში ხვდებოდა, რომელიც ასევე ყალბი იყო.  

სამართალდამცავებმა, გამოძიების თანახმად გაარკვიეს, რომ დამნაშავე მამაკაცი, ჩინეთის ქალაქ ნანინში, 2018 წელს სამ ქალბატონს ერთდროულად ხვდებოდა.

ის, გოგონებს სხვადასხვა სახელით ეცნობოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, თაღლითური გზით დიდი რაოდენობის თანხას სძალავდა.  

ავტორი: რუსა ღვანიძე