ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გუშინ, პარლამენტში გაკეთებულ თავისივე განცხადებას - „ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსული კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს“ განმარტავს.
„პრაიმტაიმი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
ემზარ კვიციანი: „ქურდულ კანონებს არ ვიცავ! ან კარგად წაიკითხეთ, ან კარგად მოუსმინეთ ჩემს ნათქვამს. მე ვიცავ ჩემს ქართველ ახალგაზრდობას, ვის განადგურებასაც ცდილობენ დღეს ვითომ ქურდული მენტალობისა და ტრადიციების გამო! ბავშვები მშენებლობაზე მუშაობენ და ლიულკებიდან ჩამოხსნეს, როდის იყო ქურდები მუშაობდნენ!? თქვენ ვის იცავთ, როცა ცდილობთ მე გამაკრიტიკოთ? ეხლა რაც შეეხება ჩემს ქართველ გენერალისიმუსს, იმ დროს და იმ პერიოდში რა ცხოვრება და რა ბრძოლაც იყო გადარჩენისთვის, ყველა და ყველაფერი მოიგო ჩემმა ქართველმა სტალინმა! მას არა ქართველები და არაპატიოსანი ხალხი ტყუილებს უგონებენ ძალიან ბევრს, მე ეს მწყინს იმიტომ, რომ ქართველი ვარ! სტალინს ებრძვით და არ კითხულობთ, თუ 4 მილიონი დაბეზღება ვინ დაწერა!? თქვენმავე წინაპრებმა ხომ არა? ვინც ასე თავგამოდებით ცდილობთ სტალინის დადანაშაულებას??? ახლა სტატისტიკა: 1949 წლიდან 1959 წლამდე საქართველომ ეთნიკურად ქართველთა ხარჯზე 542 ათასი ადამიანით მოიმატა. 1959-1969 წლებში 562 ათასით, 1969-1979 წლებში 562 ათასით, 1979-1989 წლებში 120 ათასით, 1989-1999 წლებში 57 ათასით ეთნიკურად უმცირესობის აზერბაიჯანელებისა და სომხების ხარჯზე ანუ ქართველები კლებაში წავედით.
1999-2009 წლებში ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ქართველები ისევ კლებაში ვართ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ 2017 წლის აპრილის მონაცემებით 1,7 მილიონით ვართ შემცირებული ეთნიკურად ქართველები საქართველოში და არა ემიგრაციით არამედ სიკვდილით, სასაფლაოებზე როდის იყავით ბოლოს? კიდევ სტალინზე იძახით ხოცავდაო? ფაქტებს სად გაურბიხართ? ცოდვას რატომ სჩადიხართ,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ეგიდით!? უკვდავი გგონიათ საკუთარი თავი?თუ ქართველი ხარ იგრძნობ იმას რასაც მე! თუ ქრთველი ხარ დადგები იქ სადაც მე ვდგავარ ქრთულად! თუ ქართველი ხარ აგენთება გული ქრთველობის გადარჩენისთვის! ეხლა იფიქრეთ იმაზე თუ ვინ ხართ თავად სხვას რომ აქილიკებთ! პატივისცემით ემზარ კვიციანი რეგალიების გარეშე!
პ.ს. მე ტანკს სტალინის გულისთვისაც ჩაუვარდები და ნებისმიერ ქართველისათვის!
ღმერთმა დამილოცოს ქართველი, ცოცხალიც და გარდაცვლილიც! უფალს ვებარებოდეთ ქართველებო!!!