ვის აქვს დასაქმების ყველაზე მაღალი შანსი? - სოციოლოგიური კვლევის შედეგები

14:27 04-03-2019
113

დასაქმების ვის უფრო მაღალი შანსი აქვს: კანდიდატს შესაბამისი უნარებით თუ მინისტრის ნათესავს ნაკლები უნარებით?

ეს კითხვა CRRC- ის მკვლევარებმა ქვეყნის მაშტაბით 1786 რესპონდენტს დაუსვეს.​ მათი სრული უმრავლესობა- 68,8 პროცენტი პასუხობს, რომ დასაქმების მაღალი შანსი მაღალჩინოსნის ნათესავს აქვს.

CRRC- ის მკვლევარებმა გამოკითხულებს ასევე ჰკითხეს:

რა არის საჭირო საქართველოში კარგი განათლების მისაღებად? 80,1% ამბობს, რომ კარგი განათლების მისაღებად კარგი ფინანსური მდგომარეობაა საჭირო.

78,8% კი აცხადებს, რომ კარგი განათლების მისაღებად საჭიროა მხოლოდ ნიჭი.

რაც შეეხება კითხვას: რა საფეხურის განათლებას ფლობთ?

31,6%-ს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება.

36,8% კი ამბობს, რომ მიღებული განათლების ყველაზე მაღალი საფეხური სრული საშუალო განათლებაა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა უთანასწორობა რეგიონებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის მხრივ.

კითხვაზე, ფლობთ თუ არა უმაღლესი განათლების დიპლომს?

რეგიონებშიგამოკითხლთა მხოლოდ 24% ფლობს დიპლომს.

დედაქალაქში: 50,2%​

რაც შეეხება სამეცნიერო ხარისხს. სამეცნიერო ხარისხი საქართველოს მაშტაბით გამოკითხულთა მხოლოდ 0,5% აქვს მიღებული.

გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 58,9%  სრულად ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში წარმატების მისაღწევად აუცილებელია კარგი განათლება.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) კვლევა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში სულ 1786 რესპონდენტი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე