სანდრა რულოვსი საცხოვრებლად ზუგდიდში ჩაეწერა

15:25 04-03-2019
1185

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა-ელისაბედ რულოვსმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა.

„ჩამოვედი ზუგდიდში, ვიცხოვრებ აქ, რომ დავეხმარო ზუგდიდელებს და ერთად გადავჭრათ პრობლემები. ვიქნები ჩემს ზუგდიდელებთან ერთად.“- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა.

 

ავტორი: თეა შონია