პოპულარულ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, სახელად ბუსა -კნუტი, რომელიც ბაქარმა ლეკას აჩუქა.
ბუსას როლს ბრიტანული კნუტი სახელად მიშო ასრულებს.

მიშო თებერვალში დაიბადა და მას 4 დედმამიშვილი ჰყავს. დედამისს პატუა ჰქვია. ბრიტანულების ეს ოჯახი ქართველ მხატვარს, Nancy Woland-ს (ქრისტი ბოტკოველს) ეკუთვნის.



