პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, ,,მინისტრის საათის'' ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას მოუსმენს.
მინისტრი თავდაცვის სამინისტროს რეფორმებს საკანონმდებლო ორგანოს გააცნობს.
ლევან იზორიასთან კითხვები ოპოზიციასაც აქვს. მთავარი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია პლენარულ სხდომაზე დააყენებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურია.
„თავდაცვის მინისტრთან „ევროპულ საქართველოს” სხვადასხვა კითხვა ექნება, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, ეს სამხედრო სავალდებულო სამსახურის პრობლემატურობას ეხება,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.