დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა საქართველო ჩვენების მიცემამდე დატოვა

12:43 04-04-2019
590

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ამ წუთებში მადრიდში მიფრინავს. მისი ადვოკატის, ლევან ჩხეიძის ინფრომაციით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილმა მეუღლემ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით მიიღო. 

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ადვოკატის განმარტებით, დავითს ესპანეთიდან აცნობეს, მისი დედა კლინიკაშია გადაყვანილი. 

ლევან ჩხეიძის ინფორმაციითვე, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის დედას გულის შეტევა მას შემდეგ დაემართა, რაც მან შვილის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მოისმინა. 

საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. 

ანა ბაგრატიონ-გრუზუნსკი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ოჯახური თანაცხოვრების დროს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ადვოკატის ინფორმაციით კი, ამ ფაქტს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქალაქის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იგეგმებოდა დავით ბაგრატიონ- მუხრანელის გამოკითხვაც.

 

ავტორი: თაკო ტომარაძე