ბრედ პიტმა და ჯენიფერ ენისტონმა მალიბუში საიდუმლოდ იქორწინეს?

13:07 04-04-2019
1374

ჯენიფერ ენისტონს და ბრედ პიტს ურთიერთობებმა, უკვე საკმაოდ სერიოზული სახე მიიღო!

როგორც ჩანს, ყოფილი ცოლ-ქმრის პირად ცხოვრებაში ცვლილებებია. ბრედის და ანჯელინას დაშორებიდან რამდენიმე ხანში, ჯენიფერმა განქორწინების თაობაზე განცხადება შეიტანა და ქმარს, მალევე გაეყარა კიდეც. განქორწინების შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯენიმ, ბრედის გამო დაანგრია ოჯახი.

გასული წლის ბოლოს, ენისტონი და პიტი ერთ-ერთ რესტორანში ერთად დააფიქსირეს. თებერვალში კი, ბრედი ჯენიფერის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ჯენის პატიება სთხოვა. ვარსკვლავებმა, სადღესასწაულო საღამო ერთად გაატარეს.  

რამდენიმე დღის წინ, წყვილმა მალიბუში რომანტიკული საღამო მოაწყო. პაპარაცებმა, შეყვარებულები ჯერ რესტორანში და შემდეგ სანაპიროზე, იმ დროს დააფიქსირეს, როცა ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ.

დასავლური წყაროს ცნობით, ექსმეუღლეებმა მალიბუში საიდუმლოდ იქორწინეს.

პიტის თაყვანისმცემლები, ორ ბანაკად არიან გაყოფილი: - ერთი მხარე მომხრეა, რომ ჯენი და ბრედი ისევ შერიგდნენ, ხოლო მეორე ფიქრობს, რომ პიტი ისევ ანჯელინაზე ფიქრობს.

სავარაუდოდ დრო გვიჩვენებს, ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი გახდის ბრედს ბედნიერს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში, ბრედ პიტმა განაცხადა, რომ ანჯელინას გაცნობამდე, მისი ცხოვრების ათი წელი უაზროდ გატარებული დრო იყო.

საინტერესოა, ეხებოდა თუ არა ეს ფრაზა ენისტონს?  

იხ. ვიდეო: