6 წლის საბას გარდაცვალების ფაქტზე ოჯახის წევრები ექიმების დასჯას მოითხოვენ

15:51 04-04-2019
91
თეგები: აჭარა

ბათუმის იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოსთან 6 წლის საბა კინწმარიშვილის ოჯახის წევრები შეიკრიბნენ, ისინი აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების რამდენიმე ექიმის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები მედპერსონალს არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში ადანაშაულებენ.

მათი განცხადებით ბავშვი 3 თვის წინ მაღალი სიცხით შეიყვანეს კლინიკაში, რამდენიმე დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოს ნაცვლად ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ გაუარესდა და შემდეგ თბილისში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და იგი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 
გარდაცვლილის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ გერმანიიდან მიიღეს დასკვნა სადაც წერია რომ ბავშვს ღვიძლის პრობლემა ჰქონდა და მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა და გარდაცვალების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

19 იანვარს გარდაიცვალა ჩემი შვილი . 11იანვარს გერმანიიდან მოვიდა პასუხი, რომ ბავშვს ჰქონდა ღვიძლის პრობლემა. ეს მხოლოდ გარდაცვალების მერე გვითხრეს. რადგან არ უნდოდათ გაემხილათ რომ არასწორად მკურნალობდნენ. მეუბნებოდნენ გენეტიკური დაავადება, ან სეფსისი აქვსო. დღეში სამჯერ გადასხმას უკეთებდნენ, რაც ღვიძლზე თურმე არ შეიძლება. როდემდე უნდა იყოს ასეთი განუკითხაობა-განაცხადა ბავშვის მამამ ნოდარ კიწმარიშვილმა.